პაპავა აკაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფაილი:Papava akaki..jpg
აკაკი პაპავა

აკაკი ამბაკოს ძე პაპავა – (დ. 1890, ქ. სამტრედია). ქართველი. ვექილი.

თფილისის ადრესი – სომხების ბაზარი №3.

სარჩევი

პარტიული რწმენა

სოციალისტ-ფედერალისტი

განათლება

პირველდაწყებითი სწავლა მიიღო კულაშის ნორმალურ სასწავლებელში, რის შემდგომ შევიდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. შემდეგ გაემგზავრა დორპატში (იურევში) საცა 1 წელი დაჰყო ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მეორე წელს გადაერიცხა იურიდიულ ფაკულტეტზე. ხოლო სახელმწიფო ეგზამენები ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტში

განვლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები

1915 წელს. დორპატში ყოფნის დროს რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა ქართ. სტუდ. სათვისტომოს, რომლის თავმჯდომარედ ითვლებოდა, აქვე მისი მეთაურობით დაარსდა არჩ. ჯორჯაძის სახელობის სალიტერატურო სამეცნიერო წრე, რომლის თავმჯდომარედაც იქმნა არჩეული. აკ. პაპავა მოწაფეობის დროიდან იღებდა მონაწილეობას სხვა და სხვა პერიოდულ და არაპერიოდულ გამოცემებში. სწერდა და სხვა და სხვა ადგილას (რუსეთში და ჩვენში) კითხულობდა საჯარო ლექციებს ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. უმეტესად მისი კრიტიკული წერილები შეეხება თანამედროვე ქართულ პოეზიას, თეატრს და ხელოვნებას. კრიტიკულ წერილების გარდა, მას აქვს რამდენიმე მოთხრობაც და საზოგადოდ ბელეტრისტულ ხასითის ნაწარმოებნი; ერთ ასეთ ნაწარმოებისათვის ქარ. სიტყვა-კაზ. მწერლ. საზოგადოებამ საკონკურსო პრემია მიუსაჯა. აგრეთვე სწერდა პოლიტიკურ და სოციალურ ხასიათის წერილებს სხვა და სხვა ფსევდონიმებით. ქუთაისის და ტფილისის ჟურნალ-გაზეთებში ბოლო დროს იგი რედაქტორობდა სამხატვრო-სამეცნიერო ჟურნალ „პრომეთეს“ ს და ითვლება საქართველოს მწერალთა კონფერენციის მიერ არჩეულ საბჭოში.

1912 წლ. დაპატიმრებულ იქმნა რუსეთში ადმინისტრატიულის წესით სტუდენტ ს.-ფ. პარტიის კონფერენციაზე მონაწილეობისათვის. 1915 წლიდან მსახურებდა ზემგორში, შემდეგ კავკასიის ფრონტზე იყო გაგზავნილი, საცა დრო-გამოშვებით დაჰყო რევოლიუციამდე, რის შემდეგ ტფილისში იქმნა დატოვებული, როგორც წევრი საფრონტო ყრილობისა; ამას შემდეგ იგი ირიცხებოდა მ. და ს. დეპ. საბჭოს და „კრაევოის ცენტრის“ წევრად. მეორე კონფერენციაზე იქმნა არჩეული სოც.-ფედ. პარტიის მთავარ კომიტეტის წევრად.

ამხანად იგი ითვლება ქალაქთა კავშირის მთავარ კომიტეტის და მომარაგების კომიტეტის წევრად.

იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები