ბიდასი თაქა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:30, 19 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბიდასი თაქა (ოს. Бидасы така – „ბიდასის მუზარადი“) – ნართული ეპოსის მიხედვით, სასწაულებრივი მუზარადი, რომელიც ომის ხსენებაზე თვითონ ეხურებოდა პატრონს; ვერც ხმალი სჭრიდა და ვერც ისარი ატანდა შიგ. ასეთი მუზარადის მფლობელია ნართი სოსლანი. ზოგიერთი გადმოცემით, იგი სოსლანმა ცეკვაში შეჯიბრის დროს ჩელეხსართაგთან წააგო.
ლიტერატურა
Осетинские нартские сказания. Дзауджикау, 1948.