ბეშიქგე სალიუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:58, 19 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბეშიქგე სალიუ (ბალყ.-ყარაჩ. Бешикге салыу) – ახალშობილის აკვანში ჩაწვენის ბალყარულ-ყარაჩული რიტუალი, რომელიც ჩვილის დაბადებიდან 10-15 დღეში ან უფრო გვიან სრულდებოდა. ქალთა ამ ზეიმზე, რომელსაც „აკვნის დღეობა“ (бешик той) ერქვა, მოწვეულ სტუმრებს, სხვათა შორის, აუცილებლად ტკბილეული უნდა მოეტანათ და ამით ბავშვის მომავალი ტკბილი ცხოვრება უნდა „უზრუნველეყოთ“. მაგიური მოსაზრებით, ზოგჯერ ჩვილის ჩაკვრამდე აკვანში კატას ან ლეკვს აწვენდნენ.
ლიტერატურა
- Джуртубаев М. Ч. Духовная культура карачаево-балкарского народа // Ас-Алан. М., 1998, № 1;
- Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.