ერქინ დოლან ცაცალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:51, 19 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერქინ დოლან ცაცალ-ი (ყალ. Эркин долан цацал) – სტუმარმასპინძლობის ინსტიტუტთან დაკავშირებული ყალმუხური რიტუალიარყის შვიდგზის პკურების წესი: სტუმრის გამასპინძლებამდე ოჯახის უფროსი არაყს პირველად კერიის ცეცხლს ასხურებს; მეორე პკურება ცის ბინადართა სახელობისაა და არაყს ზემოთ ასხამს; მესამე – მიმართულია საცხოვრებლის მარჯვენა ზედა კუთხისკენ და ღვთაება „თეთრ მოხუცს“ (ცაჰან ოვგნ-ი /ცაჰან ავვა) განეკუთვნება; მეოთხე – წინაპართა სახელობისაა და მარცხენა ზედა კუთხეს მიესხურება; მეხუთე – ჩინგის-ხანს ეძღვნება და არყის სახდელი ქვაბის თიხის საცობისკენ არის მიმართული (ჩინგის-ხანს ყალმუხები არყის ხდის წესის გამომგონებლად მიიჩნევენ); მეექვსე – კუმისის საცავი ტყავის ჭურჭლისკენ; მეშვიდე – საცხოვრებლის ზღურბლისკენ.

ცაცალის (პკურების) ცერემონია თანხლებულია ლოცვის ტრადიციული ფორმულით: „მოწყალეო თეთრო მოხუცო – ქვეყნიერების მფარველო, მიიღე შესაწირი, იყავ ჩვენი მფარველი ზემოთ და ქვემოთ, გაგვაღვიძე ღრმა ძილის დროს, შეგვახსენე დავიწყებული, დაგვიფარე შიშისა და გასაჭირისგან“.

რიტუალის დასრულებისთანავე არაყს ჩამოასხამენ და უფროს-უმცროსობის რიგით სტუმრებს ჩამოურიგებენ. განსაკუთრებით საპატიო სტუმარს არაყი საწესო სიმღერის თანხლებით მიეწოდება. არყის შესმისთანავე სტუმარს განსაკუთრებული პატივის ნიშნად იქ მყოფი უმცროსი მამაკაცი ან ქალი ჩიბუხს სთავაზობს, ხოლო სტუმარი თავისას ოჯახის უფროსს აწვდის. ყალიონზე უარის თქმა მაშინაც კი, როცა სტუმარ-მასპინძელი მწევლები არ არიან, ყოვლად დაუშვებელია.


ლიტერატურა

  • Бакаева Э. П. Алькогол в культуре калмыков и проблема особого состояния сознания // Материалы Международного интер-дисциплинарного научно-практического конгресса Сакральное глазами «профанов» и «посвященных». М., 2004;
  • Хабунова Е. С. Формулы традиционного этикета калмыков. Элиста, 2010;
  • Есенова Т. С. Очерки по лингвокультуре калмыков. Элиста, 2012;
  • Сарангаева Ж. Н. Эмблематические характеристики гостеприимства в калмыцкой лингвокультуре // Известия Волгоградского государственного педагогического университета. Вып. № 3, 2015.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები