ერვანდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:59, 18 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერვანდ-ი და ერვაზ-ი (სომხ. Երվանդ և Երվազ) – სომხური მითოლოგიის პერსონაჟები – ტყუპი ძმები – კულტურული გმირები; დაიბადნენ ხარისა და არშაკუნთა სამეფო გვარის ქალის კავშირით; გამოირჩევიან დიდი ზომით, სახის მსხვილი ნაკვთებით, უზომო მგრძნობელობით. ერვანდი, ხდება რა სომხეთის მეფე, აშენებს ქალაქებსა (ერვანდაშატს) და ტაძრებს (ბაგავანის საკულტო ცენტრს, დაბადების კორომს არმავირში); ბაგავანის ახალი ტაძრის მთავარ ქურუმად ნიშნავს ერვაზს. ერვანდის მაგიური ძალის მქონე მზერას ვერაფერი უძლებს: სასახლის მსახურები ყოველ დილით ერვანდის წინ დგამენ გრანიტის ლოდებს, რომლებიც მზერით სკდებიან. ეპოსში („ვიპასანკი“) ერვანდი ხან ბოროტი ვიშაპია, ხანაც კეთილი მეფე.

სხვა ვარიანტის თანახმად, ერვანდს, როგორც ბოროტ ვიშაპს, ქაჯები მდინარის მღვრიე წყლებში ამწყვდევენ. მითმა ერვანდსა და ერვაზზე, ისევე როგორც სხვა მითებმა ტყუპი ძმებისა თუ, უბრალოდ, ძმების შესახებ („დემეტრი და გისანე“, „სანასარი და ბაღდასარი“) მძლავრი ისტორიზაცია განიცადა და სომხური არქაული ეპოსის („ვიპასანკი“) შემადგენლობაში შევიდა.

როგორც ჩანს მითზე დიდი გავლენა იქონია სომეხთა მეფეების – ერვანდიდების – კულტურულ-სამშენებლო ღვაწლის შესახებ არსებულმა ისტორიულმა გადმოცემებმა.


ლიტერატურა

  • Арутюнян С. Б. Основные черты древнеармянской мифологии // Պատմա-բանասիրական հանդես, № 3;
  • მისივე, Ерванд и Ерваз // Мифы народов мира. Т. I. М., 1980;
  • მისივე, Мифология // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები