Anacamptis pyramidalis
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:10, 14 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Anacamptis pyramidalis [L.] Rich. – ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). ტუბერი მოგრძო-მომრგვალო ფორმისაა. მცენარე 20-60 სმ სიმაღლისაა, ღერო სწორია, შეფოთლილი; ფოთლები მწვანეა, ღერომხვევი. ქვედა ფოთლები დიდი ზომისაა, ხაზური, ზედა კი – პატარა და ხაზურ-ლანცეტა. ყვავილედი მოკლე, კონუსური ან კვერცხისებურია. თანაყვავილები ფოთლის მსგავსია, მწვანე ან შეფერილი. ყვავილები მეწამულია, ვარდისფერი ან მოთეთრო. ტუჩი დეზიანია. ყვ. ნაყ. V-VIII. კახეთში არცთუ ისე ხშირია, გავრცელებულია ველებზე და ბუჩქნარებში. ნახვა შესაძლებელია სოფელ კონდოლისა და ქ. დედოფლისწყაროს მიდამოებში. მთელ საქართველოში სპორადულად არის გავრცელებული.