ალთან ჩეჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:21, 10 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალთან ჩეჯი (ყალ. Алтан Чэджи) – ყალმუხური საგმირო ეპოსის – ჯანჰარის – პერსონაჟი, დავა-ზამბა-ხანის ვაჟი, მალიჰად-ზულა-ხანის შვილიშვილი; არის ნათელმხილველი, რომელიც მომავალი 99 წელიწადის ვითარებებზე, თანამოძმე დევგმირთა ბედზე წინასწარმეტყველებს; მფარველობს ეპოსის ცენტრალური პერსონაჟების – ჯანჰარისა და ხონგორის – ვაჟებს.
ლიტერატურა
- Джангар. Калмыцкий эпос. М., 1940;
- Бурыкин А. А. Индивидуализация образов персонажей как средство композиции и сюжетообразования в калмыцком героическом эпосе «Джангар» // შტუდია ცულტურაე. Вып. 3. Санкт-Петербург, 2002.