მსხალიჭა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მსხალიჭა - (Pyrola minor L.); ოჯახი: Pyrolaceae. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მკვრივი, ფართო, ელიფსური ფორმის ფოთლები ღეროს ძირშია თავმოყრილი, კიდეებზე დაშორიშორებულკბილა. ყვავილედი მჭირდო მტევანია, გვირგვინი თითქმის სფეროსებურია, თავდახრილი. ფურცლები თეთრია ან ვარდისფერი. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე, ტყეებსა და ბუჩქნარებში. ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია თელავისა და სოფელ ომალოს მიდამოებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.