სატილია (Pedicularis crassirostris Bunga)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სატილია – (Pedicularis crassirostris Bunga); ოჯახი: შავწამალასებრნი (Scophulariaceae). პატარა ზომის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 5–15 სმ. მრავალი ღეროთი, ღეროები წამოწეულია, მუქი ფერისა, წიბოებზე თეთრი ბეწვით მოფენილი. ფესვთანური ფოთლები შიშველია, ფოთლის ყუნწები ხუჭუჭა ბეწვით არის შემოსილი. ფოთოლი დაყოფილია მსხვილ, ფრთისებურად დანაკვთულ სეგმენტებად. ღეროსეული ფოთლები 2-4-წევრიან ჩხროდ არის განლაგებული. ყვავილედი თავაკია, ყვავილი მეწამული ფერისაა. ყვ. ნაყ. VII-VIII. მცენარე იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში, ტენიან და ღორღიან ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია აბანოს უღელტეხილზე. სპორადულად მთელ მაღალმთიან საქართველოშია გავრცელებული.