მარიამსარკმელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარიამსარკმელა – (Peganum harmala L.); ოჯახი: Peganaceae. 20-65 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი, მრავალი ღეროთი, ძლიერ დატოტვილი. ფოთლები დაყოფილია ხაზური ფორმის ნაკვთებად. თანაფოთლები პატარაა და სადგისისებური. ყვავილები – 1-3, კენწრული. გვირგვინის ფურცლები მოგრძოა, მოთეთრო ან ყვითელი. ყვ. ნაყ. V-IX. მცენარე იზრდება მშრალ, რუდერალურ და დამლაშებულ ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე. ცნობილია, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში.