ღვერდკეცი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ღვერდკეცი – (Periploca graeca L.); ოჯახი: ღვერდკეცისებრნი (Asclepiadaceae). 30 მ. სიმაღლის ხვიარა ბუჩქია. ფოთლები მოკლეყუნწიანია, შიშველი, კიდემთლიანი, კვერცხისებურ-ლანცეტა ან ელიფსურ-ლანცეტა ყვავილედი ნახევრად ქოლგაა, კენწრული. გვირგვინი შიგნიდან მოწითალო ყავისფერია, გარედან – მომწვანო. ყვ. V-VI; ნაყ. IX. მცენარე იზრდება დაბლობსა და მთის ქვედა სარტყელში, ბუჩქნარებში, ტყის პირებსა და მდინარეთა ნაპირებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ კონდოლის მიდამოებში, მდინარე ალაზნის ჭალაში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.