თუთუბო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თუთუბო

თუთუბო – (Rhus coriaria L.); ოჯახი: თუთუბოსებრნი (Anacardiaceae). 1-5 მ სიმაღლის ხეა ან ბუჩქი. ერთწლიანი ყლორტების ქერქი მონაცრისფრო ან მოყვითალოა, შებუსული. ფოთლები კენტფრთისებურია, 9-17-ფოთოლაკიანი, სიგრძით – 15-20 სმ. ფოთოლაკები კვერცხისებურია ან ლანცეტა, კიდეებზე უთანაბროდ დაკბილული. ზედა მხარე მცირედ შებუსული ან შიშველი, ქვედა – შებუსული. ფოთლის ყუნწი ფრთიანია. ყვავილები ერთსქესიანია, ყვავილედი საგველაა. ყვ. VI-VII; ნაყ. IX-X. მცენარე იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე, ქვიან და კლდოვან ფერდობებზე, ქსეროფილურ ბუჩქნარებსა და არიდულ ტყეებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქების – სიღნაღისა და ყვარლის – მიდამოებში. სპორადულად მთელ საქართველოშია გავრცელებული.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები