შავწამალა (Scrophularia rupestris M. Bieb.)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შავწამალა – (Scrophularia rupestris M. Bieb. Ex Willd.); ოჯახი: შავწამალასებრნი (Scrophulariaceae). 10-50 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შეფერილობით – მუქი ფერის. ღერომრავალია, სწორად მდგომი ან წამოწეული, მარტივია, იშვიათად დატოტვილი, შებუსული. ფოთლები მოპირისპირეა, თითქმის მჯდომარე, მთლიანი, კიდედაკბილული, ფორმით მოგრძო-კვერცხისებური. ყვავილედი იღლიურია, ნახევრად ქოლგა, გვირგვინის ზედა ტუჩი ან გვირგვინის ნახევარი ვარდისფერია. ყვ. ნაყ. IV-VIII. იზრდება მთის შუა სარტყლამდე – კლდეებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია გრემის სამონასტრო კომპლექსის მიდამოებში. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.