ფითრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფითრი

ფითრი – (Viscum album L.); ოჯახი: ფითრისებრნი (Loranthaceae). მოყვითალო მწვანე ფერის ბუჩქია, სიმაღლით – 50 სმ-მდე. ღერო შიშველია, მოპირდაპირედ ორი თითის მსგავსად დატოტვილი; ფოთოლი არ სცვივა, ტყავისებურია, ხორცოვანი, ფორმით მოგრძოდან ელიფსურამდე, 5-6 პარალელური ძარღვით, ძირისკენ წაზიდული, თავში ბლაგვი. 5-6 ყვავილი ერთადაა შეკრებილი ტოტების კენწეროზე და ღეროს ორკაპებში. ყვ. ნაყ. II-VII. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში. პარაზიტობს ფოთლოვან, მერქნიან მცენარეებზე, ხეხილზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები