ენძელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ენძელა – (Merendera trigyna Woronow); ოჯახი: შროშანისებრთა. 8-12 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთოლი – 3–4; ყვავილობისას ვაგინას აღემატება, შიშველი, ხასხასა მწვანე, ბოლოვდება მოწითალო წვეტით. ყვავილები – 1-5, თეთრიდან მუქ იასამნისფრამდე, ზარისებური ფორმის. ყვ. ნაყ. II-IV. იზრდება მთისწინებიდან მთის ზედა სარტყლამდე, მშრალ ველებსა და ფერდობებზე. აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული. საქართველოში გვხვდება მესხეთ-ჯავახეთშიც.