Linum nervosum
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
Linum nervosum – ოჯახი: სელისებრნი (Linaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია ან წამოწეული. სიმაღლე – 20-55 სმ. ზედა ნაწილში შიშველი, ძირში მცირედ შებუსული. ქვედა ნაწილში ხშირფოთლიანი. ფოთლები მჯდომარეა, ლანცეტა, 3-5-ძარღვიანი, შიშველი ან ქვედა მხარეზე შებუსული. გვირგვინის ფურცლები დიდი ზომისაა, ცისფერი. ყვ. ნაყ. V-VI. მცენარე იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე – მდელოებზე, ბუჩქნარებში და ტყის პირას. კახეთში ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია სოფელ კონდოლისა და სოფელ უდაბნოს მიდამოებში. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.