ლევკოიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:50, 16 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლევკოიონი - (Matthiola odoratissima [M. Bieb.] R. Br.); ოჯახი: ჯვაროსნები (Brassicaeae). 15-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ძირითადად, თეთრად შებუსული. ფოთლების უმრავლესობა ფესვთანურია, მოყვანილობით ოვალური, ღრმად ამოკვეთილ-დაკბილული ან ფრთასავით დაყოფილი, იშვიათად – კიდემთლიანი. ყვავილები მღვრიე ყვითელია ან მკრთალი ყავისფერი. ყვ. ნაყ. IV-VI. მცენარე იზრდება დაბლობებსა და შუა სარტყელში, მშრალ, ქვიან და თიხიან ფერდობებზე. ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე. გავრცელებულია იმერეთში, ქართლსა და მესხეთში.