თეირი ეშიქი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:03, 14 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თეირი ეშიქ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Тейри эшик – „ზეცის კარი“ ან „ღვთაებრივი კარიბჭე“) – ზოდიაქოს სარტყელი. ბალყარელთა და ყარაჩელთა რწმენით, თეირი ეშიქი წელიწადის გარკვეულ დროს იღება და ამ დროს წარმოთქმული ნებისმიერი სურვილი უცილობლად აღსრულდება. როგორც ჩანს, იგულისხმება ცნობილი ატმოსფერული მოვლენა – ზოდიაქალური ნათლის განფენა.
ლიტერატურა
Карачаево-балкарские мифы. Составитель М. Джуртубаев. Нальчик, 2007.