მთის ღანძილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მთის ღანძილი – (Allium victorialis L.); ოჯახი: ხახვისებრნი (Alliaceae). ბოლქვები ირიბ ფესურაზე სხედან. გარსი მკრთალი მურაა, ბადისებური. ფოთოლი 2-3-ია, გლუვი, ლანცეტა ან ფართო ელიფსური. ყვავილედი სფეროსებურია, ყვავილსაფარი – ვარსკვლავისებური. მისი ფოთოლი მოთეთრო-მწვანეა. მტვრიანას ძაფები 1.5-ჯერ გრძელია ყვავილსაფარზე. ყვ. ნაყ. IV-VII. გავრცელებულია მთის შუა, ზედა და სუბალპურ სარტყლებში, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. ნახვა შესაძლებელია აბანოს გადასასვლელის მიდამოებში, თუშეთის მხარეს.