Dactylorhiza urvilleana
Dactylorhiza urvilleana [Staud.] H. Baumann & Kunkele – ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მრავალწლიანი ტუბერიანი მცენარეა. ტუბერი თათივითაა 2-4 ნაწილად გაყოფილი. ღერო 25–60 სმ სიმაღლისაა, ფოთოლი – 3-5, ლაქებით მოფენილი, ქვედა ფოთოლი მოგრძო-ლანცეტაა, ან მოგრძო-უკუკვერცხისებური. შუა ფოთოლი უფრო ვიწროა, ზედა – ვიწროხაზურ-ლანცეტაა. ყვავილედი ცილინდრულია, ხშირ და მრავალყვავილიანი. თანაყვავილები ხაზურია ან ხაზურ-ლანცეტა. ქვედა ფოთლები ყვავილებზე გრძელია. ყვავილები მოვარდისფრო სოსანია. ტუჩი იისფერწინწკლებიანია, მომრგვალო, ფართო-რომბული ან მომრგვალო-ელიფსური, სამი მოკლე ნაკვთით. ყვ. ნაყ. VII-VIII. მცენარე იზრდება ტყეებში, ველობებზე, ჭაობიან ადგილებში, მდელოებზე, მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული, კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია გომბორის ქედზე.