დონამი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დონამ-ი (ყალ. Донам) – ყალმუხური ფოლკლორის დემონური პერსონაჟი – შავი ფერის გოლიათი, ბანჯგვლიანი, ფეხშექცეული, სველი ხელებით, ასდის მყრალი სუნი. დონამი დარძრწის ღამღამობით გზისპირზე და მგზავრებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს: ყურებით იჭერს ცხენს და ადგილზე აქვავებს.
ლიტერატურა
Басангова Т. Г. Демонологические персонажи в фольклоре калмыков // Электронный журнал «Новое исследование тувы». № 2-3, 2011.