თიფჩინაი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:07, 8 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თიფჩინაჲ (ბალყ.-ყარაჩ. Тыпчынай) – სათიბ-საძოვარი სავარგულების, თიბვისა და მთიბავების მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. წარმოდგენილი ჰყავდათ თმაგაბურძგვნილი გოლიათის სახით. სწირავდნენ გრძელი და ხშირი მატყლის მქონე შავი ფერის ცხვარს. არსებობდა მისი სახელობის საწესო ცეკვა, რომელსაც თიბვის დაწყების წინ ასრულებდნენ.
ლიტერატურა
Кудаев М. Ч. Карачаево-балкарская этнохореография и символика. Нальчик, 2003.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017