აგურძნიჰვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ა-გჷრძნჷჰვა (აფხ. Агәырӡныҳәа) – „მეგრული ლოცვა“, რომელსაც აბჟუის აფხაზები თავის ტკივილის, შაკიკის, ცხვირიდან სისხლდენის, უნებლიე შარდვის (ა-წაჩჷხურა; შდრ. მეგრული წაჩხური „ცივი წყალი“) შემთხვევაში ასრულებდნენ და აღნიშნულ დაავადებათა მფარველ სულს („ა-სალერტი“) ავადმყოფობისაგან განთავისუფლებას შესთხოვდნენ.
ა-გჷრძნიჰვა ცნობილია ასევე ა-სალერტისა (←მეგრ. საალერტო) და აგჷრთნჷჰვას სახელწოდებებით (ა-გჷრთ-ი „ბნედა“, „ეპილეფსია“).
ლიტერატურა
Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960.