სტომატოლოგიური მკურნალობის ფობია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:20, 15 ოქტომბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტომატოლოგიური მკურნალობის ფობია - ზრდასრული ადამიანების დაახლოებით 5%-ს ეშინია სტომატოლოგიური მკურნალობის. ამგვარი შიში შეიძლება ისეთი ძლიერი იყოს, რომ პიროვნებამ თავი აარიდოს ნებისმიერ სტომატოლოგიურ მკურნალობას. ბიჰევიორული მკურნალობის ეფექტურობის შემსწავლელი 38 გამოკვლევის მეტა-ანალიზით დადგინდა, რომ მკურნალობის ჩატარებიდან ოთხი წლის შემდეგ ინდივიდების საშუალოდ 77%-ს მნიშვნელოვნად უქვეითდება სტომატოლოგიური მკურნალობის შიში (Kvale et al., 2004).