აფაზია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:23, 3 ოქტომბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აფაზია - (aphasia), მეტყველების სიმბოლური ფუნქციის, კერძოდ, გაგების და სიტყვების საშუალებით აზრის გამოხატვის შესაძლებლობის დაკარგვა (აფაზია) ან მოშლა (დისფაზია).
დისფაზიის სხვადასხვა ფორმა დაკავშირებულია თავის ტვინის დაზიანების განსაზღვრულ ლოკალიზაციასთან. დაზიანებები ორ კატეგორიად იყოფა – მოტორული და სენსორული, რომლის დროსაც შეინიშნება, შესაბამისად, მეტყველების წარმოქმნის და შეცნობის (გაგების) პათოლოგიები. განვითარებასთან დაკავშირებული დისფაზიის დროს თავის ტვინის დაზიანება შეიძლება არც დაფიქსირდეს.