კატატონია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კატატონია - (catatonia), ფსოქომოტორული და ნებითი სფეროების ხარისხობრივ დარღვევათა რიგი, რომელიც მოიცავს სტერეოტიპიას, მანერულობას, ავტომატურ მორჩილებას, კატალეფსიას, ექოკინეზიას ან ექოპრაქსიას, მუტიზმს, ნეგატივიზმს, ავტომატიზმებს, იმპულსურ ქმედებებს. ყველა ეს ფენომენი შეიძლება აღინიშნოს როგორც ჰიპერკინეზიის,ასევე ჰიპოკინეზიის ფონზე.

კატატონია Kahlbaum-მა აღწერა 1874 წელს, როგორც დამოუკიდებელი დაავადება, თუმცა მოგვიანებით Kraepelin-მა ის შეაფასა, როგორც dementia praecox (შიზოფრენიის) ერთ-ერთი ქვეტიპი. კატატონიური ფენომენები შეიძლება შეინიშნებოდეს როგორც შიზოფრენიული ფსიქოზებისას, ასევე თავის ტვინის ორგანული დაავადებების (მაგ.: ენცეფალიტის დროს) ან სხვა სომატური დაავადებისა და აფექტური აშლილობის დროს.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები