საფეთქლისმიერი ეპილეფსია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:56, 13 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საფეთქლისმიერი ეპილეფსია - (temporal lobe epilepsy) პარციალური ეპილეფსია, რომლის დროსაც გულყრის გამომწვევი პათოლოგიური ნეირონული აგზნების ან თავის ტვინის დაზიანების კერები მთლიანად ან ნაწილობრივ ლოკალიზდება საფეთქლის წილში. ამ ფორმის ეპილეფსიის დროს აღინიშნება გულყრები – ელემენტარული სენსორული (სმენითი, ყნოსვითი ან გემოვნებითი ჰალუცინაციები) ან მოტორული (მათ შორის. აფაზიური სიმპტომები). ასევე შეიძლება გამოვლინდეს ფსიქიკური (ფსიქიკური ეპილეფსიური გულყრა), ფსიქოსენსორული (ეპილეფსიური გულყრა, ილუზიებით; ეპილეფსიური გულყრა, ჰალუცინაციებით) ან ფსიქომოტორული (ეპილეფსიური გულყრა, ავტომატიზმის მოვლენებით) სიმპტომები.
სინონიმი
ფსიქომოტორული ეპილეფსია