კოკასი პასტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:13, 3 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პასტა, კოკასი - (coca pasta) – კოკას ფოთლებიდან კოკაინის ექსტრაქციის პირველი საფეხურის პროდუქტი. იგი შეიცავს 50–90 %-მდე კოკაინს და ისეთ ტოქსიკურ შენარევებს, როგორიცაა ნავთი და გოგირდის მჟავა. სამხრეთ ამერიკაში მას ეწევიან მარიხუანასთან, თამბაქოსთან ერთად ან სუფთა სახით. ბოლივიაში მარიხუანასთან შერეულ კოკას პასტას „პიტილოს“ („pilito“) ეძახიან, კოლუმბიაში – „ბაზუკოს“ („bazuco“).