ალკოჰოლური დემენცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალკოჰოლური დემენცია - (F10.7), (alcoholic dementia) – ტერმინი გამოიყენება სხვადასხვა მნიშვნელობით, ყველაზე ხშირად იხმარება ქრონიკული ან პროგრესირებადი მოშლილობის გამოსახატავად, რომელიც ვითარდება მავნე გამოსავლით ალკოჰოლის გამოყენების შედეგად და ხასიათდება მრავალი უმაღლესი ქერქული ფუნქციის მოშლით: მეხსიერება, აზროვნება, ორიენტირება, შემეცნება, მეტყველება, მსჯელობა. ცნობიერება არ არის შეცვლილი. კოგნიტიურ მოშლილობებს ხშირად თან ახლავს ემოციებსა და სოციალურ ქცევებზე კონტროლის დონის დაქვეითება და მოტივაციური აშლილობები.

გამოხატული ალკოჰოლური დემენციის ცალკე სინდრომად გამოყოფას ეწინააღმდეგება რამდენიმე ავტორი, რომელთა აზრით, ალკოჰოლიზმის დროს განვითარებული დემენცია სხვა მიზეზებით არის გამოწვეული.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები