თორმეტსაფეხურიანი ჯგუფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თორმეტსაფეხურიანი ჯგუფი - (twelve-step group), ურთიერთდახმარების ჯგუფი, რომელიც ორგანიზებულია ანონიმური ალკოჰოლიკების თორმეტსაფეხურიანი პროგრამით აღნიშნული პროგრამის მიხედვით, პირმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია დაძლიოს ლოთობა და ანდოს თავისი სოცოცხლე „უმაღლეს ხელისუფლებას“, გადააფასოს მორალური ფასეულობანი, გამოასწოროს წარსულის შეცდომები და შესთავაზოს დახმარება ალკოჰოლიზმით დაავადებულ სხვა ადამიანებს.

გამოჯანსაღებულმა ადამიანმა, აღნიშნული პროგრამის მიხედვით, სამუდამოდ უნდა შეწყვიტოს ალკოჰოლური სასმელის მიღება, თუმცა ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ხანგრძლივი დროის შემდეგ.

ანონიმური ალკოჰოლიკების საქმიანობა ემყარება „თორმეტ ტრადიციას“, რომელიც ანონიმურია, თავისუფალია პოლიტიკური შეხედულებებისაგან და ემყარება არაიერარქიულ სტრუქტურას. არის შემთხვევები, როდესაც თორმეტსაფეხურიანი ჯგუფები აღიარებენ სხვადასხვა ტრადიციებს და ამით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

დღეისათვის ფუნქციონირებს თორმეტსაფეხურიანი ჯგუფის ტიპის ასობით ორგანიზაცია. თითოეული მათგანი რომელიმე ქცევით აკეთებს აქცენტს პიროვნულ ან სოციალურ პრომბლემაზე. იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ ფუნქციონირებს სხვადასხვა ჯგუფები, კერძოდ, ანონიმური კოკაინისტების (Cocaine Anonymous), ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებელთა ანონიმური ჯგუფები (Drugs Anonymous), ანონიმური ნარკომანები, ანონიმური ნიკოტინისტები (Nicotine Anonymous), ანონიმური მწეველები (Smokers Anonymous) და ტაბლეტებზე დამოკიდებულთა ანონიმური ჯგუფები (P’ll Add’cts Anonymous). ალკოჰოლიზმით დაავადებულთა და ნარკომანთა ოჯახებისათვის არსებობს ჯგუფები: ალანონი, ალატინი (Alateen) და ანონიმურ თანადამოკიდებულთა (Co Depenedents Anonymous).

სამკურნალო დაწესებულებებს, რომელთაც აქვთ ანონიმური ალკოჰოლიკების მსგავსი პრინციპები, კერძო საუბარში მოიხსენიებენ „თორმეტსაფეხურიანი პროგრამების“ სახელით.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები