ადიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ადიტი – (ინდ.) ქალღმერთი, დედა ღმერთების ჯგუფისა, რომლებიც ადიტიებად იწოდებიან.
სხვადასხვა ტრადიციის მიხედვით მისი შვილების რიცხვი სხვადასხვაა, ან შვიდი, ან თორმეტი; მის შვილთა შორის გამოირჩევიან ინდრა, ვიშნუ, მიტრა, ვარუნა, ტვაშტარი. ადიტი ასევე ითვლება მეფეთა დედად. იგი იფარავს ადამიანებს ღმერთების რისხვისგან, გაჭირვებისგან, აძლევს თავშესაფარს. მას დღეში სამგზის მოუხმობენ: განთიადზე, შუადღისას და მწუხრზე.