ალკოჰოლის სტანდარტული დოზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალკოჰოლის სტანდარტული დოზა - (standart drink) – ალკოჰოლური სასმელის მოცულობა (მაგ., ჭიქა ღვინო, კათხა ლუდი ან კოქტეილი, რომელიც შეიცავს დისტილირებულ ალკოჰოლს, რომელიც სასმელის სახეობიდან დამოუკიდებლად შეიცავს ეთანოლის, დაახლოებით ერთნაირ რაოდენობას (გრამებში).

ტერმინი ხშირად გამოიყენება, რათა შედარებულ იქნას სხვადასხვა სახის და რაოდენობის ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ეფექტი (მაგ., ჭიქა ღვინის მიღებით გამოწვეული ეფექტი უტოლდება კათხა ლუდის მიღებით გამოწვეულ ეფექტს) დიდ ბრიტანეთში გამოიყენება ტერმინი – ერთეული. ერთი ერთეული ნიშნავს, რომ ალკოჰოლური სასმელი შეიცავს დაახლოებით 8-9 გრამ ეთანოლს. ჩრდილო-ამერიკულ ლიტერატურაში გავრცელებულია ტერმინი – ალკოჰოლის დოზა, დაახლოებით 12 გრამი ეთანოლი. სხვადასხვა ქვეყანაში ალკოჰოლის სტანდარტული დოზა სხვადასხვაა და დამოკიდებულია ამ ქვეყანაში არსებულ ტრადიციებზე და ალკოჰოლური სასმელების ჭურჭლის გავრცელებულ ფორმაზე.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები