სინდრომი დამოკიდებულების
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:51, 13 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სინდრომი დამოკიდებულების - (F1x.2) (dependence syndrome) ფსიქოაქტიური საშუალების არაერთგზის მიღების შედეგად გაჩენილი ქცევითი, კოგნიტიური და ფსიქოლოგიური ფენომენების ჯგუფი.
ჩვეულებრივ, ამ ჯგუფში გაერთიანებულია:
- ნივთიერების განმეორებით მიღების დიდი სურვილი;
- მის მიღებაზე კონტროლის დაწესების სიძნელე;
- მავნე შედეგების მიუხედავად, მისი ჯიუტად მიღება;
- სხვა საქმიანობასთან და მოვალეობებთან შედარებით ნივთიერების მიღებისათვის უფრო დიდი მნიშვნელობის მინიჭება;
- მზარდი ტოლერანტობა;
- ხანდახან – აღკვეთის ფიზიკური მდგომარეობა.
დამოკიდებულების სინდრომი შეიძლება განვითარდეს ცალკეული ნივთიერებების მიმართ (მაგ.: თამბაქოს, ალკოჰოლის ან დიაზეპამის), აგრეთვე ნივთიერებათა კლასის მიმართ (მაგ., ოპიოიდების) და სხვადასხვა ფარმაკოლოგიური მოქმედების მქონე ფსიქოაქტიური საშუალებების ფართო სპექტრის მიმართ.
იხილე აგრეთვე
აშლილობა გამოწვეული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით