სავაი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სავაი (ოს. Сæууай) – ნართული ეპოსის პერსონაჟი, აფსათის ძმადნაფიცის – სავმარაანთ კანძის ძე, სათანასა და ურუზმაგის უსახელო ქალიშვილის ქმარი, უბადლო მუსიკოსი (უკრავს თორმეტსიმიან ფანდირზე), მონადირე და მებრძოლი; ახსართაგათებმა ათი ძმა მოუკლეს, მაგრამ შური არ იძია, მათთან დამოყვრებულმა, აპატია.
ლიტერატურა
ნართები. ოსური ხალხური ეპოსი. თარგმნა მ. ცხოვრებოვამ. ცხინვალი, 1977.