ინიჟ-ფიზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:07, 12 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინიჟ-ფიზ-ი (ადიღ. Иныж фыз – „დევ-ქალი“) – ადიღური ნართული ეპოსის დემონური პერსონაჟი – დევ-ქალი, ზურგზე გადაგდებული დიდი ძუძუებით. ნემსის და ძაფის ნაცვლად რკინის ჯოხითა და ქამანდით არის შიარაღებული და გამსკდარ მიწას კერავს. საშინელი შესახედაობის ქალიშვილთან ერთად დიდი უფსკრულის პირას მდებარე მღვიმეში ცხოვრობს. არის კაციჭამია, რის გამოც მას ნართი კანჟი შეუმჩნევლად მიეპარება და ძუძუს სწოვს. ამით იგი ინიჟ-ფიზის შვილობილი (მოგვიანებით სიძე) ხდება და იმავდროულად მისთვის დამახასიათებელ დემონურ ენერგიას ანეიტრალებს.

ინიჟ-ფიზი გარეგნული იერსახითა და ფუნქციით ეპიკურ დემონურ პერსონაჟ ქალებს ენათესავება („ნაჟღუშიძა“).


ლიტერატურა

  • Куёк А. С. Мифические образы адыгского эпоса «Нартхэр» // Мир культуры адыгов (проблемы эволюции и целостности). Составитель и научный редактор Р. А. Ханаху. Майкоп, 2002;
  • Хабекирова Х. А. Природа и характер некоторых мифологических персонажей в эпосе и бытовой культуре черкесов // Этнографическое обозрение. № 5, 2005.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები