თეთრი ვერხვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:00, 10 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეთრი ვერხვი

თეთრი ვერხვი – Populus alba


30 მეტრამდე სიმაღლის ხე; ვარჯი – ფართო და გაშლილი; ქერქი – გლუვი და რუხ-მწვანე, სიბერეში – ღრმა ნახეთქებით. ფოთლები – ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან – ძლიერ ბუსუსიანი, ვერცხლისფერი. იზრდება ძალიან სწრაფად. გადაჭრას ცუდად იტანს, უყვარს ნაყოფიერი, ტენიანი ნიადაგი. აქვს ღრმა ფესვთა სისტემა, რაც წყალსატევებისა და მდინარეების ნაპირების გასამაგრებლად მისი გამოყენების შესაძლებლობას ქმნის. იძლევა უხვ ამონაყარს ფესვებზე. იყენებენ დიდ პარკებსა და ბაღებში, კონტრასტული კომპოზიციების შესაქმნელად.




წყარო

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები