მეჩეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სულთან აჰმედის მეჩეთი, სტამბოლი

მეჩეთი - მუსლიმთ სალოცავი სახლი.

პირველი მეჩეთი მუჰამადმა მედინაში, თავისი სახლის გვერდით, 623 წელს ააშენა. მექის დაკავების შემდეგ მეჩეთად ქააბა გადაკეთდა. მეჩეთის არქიტექტურული ტიპი VII-VIII საუკუნეებში ომაიანენის დროს ჩამოყალიბდა. მეჩეთის აუცილებელი ატრიბუტებია:

  • მიჰრაბი (ნიშა კედელში, რომელიც მექისაკენ მიმართულებას მიუთითებს. მლოცველნი სახით მისკენ დგანან),
  • მინბარი (კათედრა დიდ მეჩეთში კიბითურთ, მიჰრაბის მარჯვენა მხარეს, საიდანაც იმამი ან სხვა სასულიერო პირი ქადაგებას წარმოთქვამს),
  • მინარეთი,
  • წიგნსაცავი,
  • სათავსო
  • აუზი, სადაც ლოცვისწინა განბანვა ხდება.

მეჩეთის იატაკი მოფენილია ხალიჩებით და მასში შესვლისას სავალდებულოა ფეხზე გახდა. მორწმუნე მეჩეთში შედის მარჯვენა ფეხით და გამოდის მარცხენით. დიდ მეჩეთებს, სადაც პარასკევის ლოცვა სრულდება, ეწოდება პარასკევის მეჩეთი (მასჯიდ ალ ჯუმა) ან საკრებულო მეჩეთი (მასჯიდ ალჯამი, აჭარაში: ჯამე).


წყარო

რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბილისი, 2008. - 440 გვ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები