ილი (ბიბლიური პერსონაჟი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:49, 27 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ილი - (დაახლ. ძვ.წ. XII-XI სს.) – ისრაელის მსაჯული, მღვდელმთავარი და სახალხო ბელადი. მან აღზარდა ებრაელთა უკანასკნელი მსაჯული, სამუელი. ილის ორი ვაჟი ჰყავდა, ხოფნი და ფინხასი, რომლებიც მოხუც მამას ეხმარებოდნენ ისრაელის საქმეთა მართვაში.

ილის მმართველობისას ებრაელები ფილისტიმელებს ებრძოდნენ. პირველი დიდი ბრძოლა ებენ-ყეზერთან მოხდა და ფილიტიმელთა გამარჯვებით დასრულდა. ებრაელებმა დაახლ. 4000 კაცი დაკარგეს. მეორე ბრძოლაში ისრაელიანებმა გადაწყვიტეს აღთქმის კიდობანი წაეღოთ, რადგან ეგონათ, რომ ასე ღმერთი შეეწეოდათ. ფილისტიმელებმა კვლავ გაიმარჯვეს, სასტიკად დაამარცხეს ისრაელიანები და აღთქმის კიდობანი წაიღეს.

ბრძოლაში 3000 ებრაელი დაიღუპა. ასევე დაიხოცნენ ილის ვაჟები, ხოფნი და ფინხასი. ბიბლიის მიხედვით როდესაც ილიმ დამარცხების, შვილების სიკვდილის და კიდობნის დაკარგვის შესახებ შეიტყო, სკამიდან გადავარდა, ხერხემალი გადაუტყდა და მოკვდა. ილი 40 წლის განმავლობაში იყო ისრაელის მსაჯული.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები