ლუსკუმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლუსკუმა - 1. სარკოფაგი: კუბოს ან ლარნაკის ფორმის აკლდამა ან საფლავის ქვა. 2. მოხატვით ან რელიეფით შემკული მონუმენტური კუბო. 3. მაღლად ნაგები საფლავი; 4. შემკობილი აკლდამა, რომელშიც წმინდანის ნაწილებია ჩასვენებული. ზემოთა დაფაზე წმინდანია გამოსახული.
წყარო
საეკლესიო ლექსიკონი. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ერეკლე კვანჭიანმა და მარიამ გურჩიანმა. რედაქტორი ზურაბ ეკალაძე. თბილისი, 2008.