ენეიდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ენეიდა – ასე ეწოდება დიდი რომაელი პოეტის, ვერგილიუსის (ძვ.წ. 70 – ძვ.წ. 19 წწ) პოემას, რომელიც მოგვითხრობს რომაელთა ლეგენდარული წინაპრის, ტროას ომის მონაწილე გმირის, ენეასის თავგადასავალს.
„ენეიდაში“ თავმოყრილია და ლიტერატურულად დამუშავებული ლატინთა უძველეს ისტორიასთან დაკავშირებული ძირითადი მითები. ამიტომ ამ პოემას რომაული მითოლოგიისათვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც „ილიადასა“ და „ოდისეას“ ბერძნული მითოლოგიისათვის.