კავკასიური ზამბახი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:04, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კავკასიური ზამბახი - (Juno caucasica Klatt.); ოჯახი: ზამბახისებრნი (Iridaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მცენარე ივითარებს ტუბერ-ბოლქვებს. ღერო შეფოთლილია. ფოთლები ბრტყელია, ნამგლისებურად მოღუნული და ვიწრო, მოთეთრო არშიით შემოვლებული. ყვავილი მკრთალი ყვითელი ფერისაა, რიცხვით – უმრავლეს შემთხვევაში 1-2. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები ზევითაა აღმართული, ძლიერ დაპატარავებული. ყვ. ნაყ. III-V. იზრდება მთის ქვედა სარტყელში მშრალ, ღორღიან ფერდობებზე, ბუჩქნარებში, სტეპებში, ხნულებში. ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.