ძაღლნიორა (Ornithogalum Woronowii Krasch.)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძაღლნიორა (Ornithogalum Woronowii Krasch.)

ძაღლნიორა – (Ornithogalum Woronowii Krasch.); ოჯახი: სუმბულისებრნი (Hyacinthaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ქვედა ყვავილების ყუნწები ბევრად გრძელია ზედა ყვავილებთან შედარებით. ყვავილედი მეჩხერია, თითქმის ფარისებური. თანაყვავილები ვიწრო-ხაზურია; ყვავილსაფრის ფოთლები მოგრძო-უკუკვერცხისებურია, გარედან მწვანე ზოლი ჩასდევს. ფოთლები ხაზურია, 25 სმ-მდე სიგრძის, ქვემოთ ვიწრო თეთრი შუა ზოლი აქვს. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება მთის ქვედა სარტყელში, ბუჩქნარში, ტყის პირას და ნახნავებზე. დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია აფხაზეთში, იმერეთსა და აჭარაში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები