ფრიდრიჰი კასპარ დავიდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:50, 11 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კასპარ დავიდ ფრიდრიჰი. სააბატო მუხის ტყეში, 1809-1810; ტილო, ზეთი, 111.8X174 სმ. ნაციონალური გალერეა, ბერლინი.

კასპარ დავიდ ფიდრიჰი - გერმანელ რომანტიკოს მხატვარს კასპარ დავიდ ფრიდრიჰს (Caspar David Friedrich, 1774-1840) ბუნება სულიერი შთაგონების მისაღწევ საშუალებად მიაჩნდა. ახალგაზრდობაში მასზე დიდი გავლენა იქონია გოთჰარდ კოზეგარტენის, ადგილობრივი ლუთერანი პასტორისა და პოეტის ნაწერებმა და სწავლებამ, რომელიც ქადაგებდა, რომ ღვთაებრივის გამჟღავნება მხოლოდ ბუნებასთან ღრმა პერსონალური კავშირის შედეგად არის შესაძლებელი. კოზეგარტენი ამტკიცებდა, რომ პეიზაჟი ბუნების ღვთიური წიგნია, ისეთივე, როგორიც ბიბლია. ფრიდრიჰი კოპენჰაგენის აკადემიაში სწავლობდა, შემდეგ კი დრეზდენში დასახლდა, სადაც მას იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ ურჩია, რომ პეიზაჟი თავისი ხელოვნების ძირითად საგნად ექცია. კასპარ დავიდ ფრიდრიჰი ესკიზებს პლენერზე ხატავდა, მაგრამ ნამუშევარს სტუდიაში ასრულებდა, აერთიანებდა რა ამით ბუნებისგან მიღებულ შთაბეჭდილებებს და საკუთარ თავში აღძრულ გრძნობებს. ტილოს სააბატო მუხის ტყეში ქვედა ნაწილში ბერების სამგლოვიარო პროცესიაა გამოსახული, რომელიც ნისლში ოდნავ თუ გაირჩევა. თოვლით დაფარულ ადამიანების სამყოფელზე წყვდიადი ჩამოწოლილა. უფრო დეტალურადაა ამოხატული მიჯრით მიწყობილი მუხის ხეების სილუეტები და შიშველი ტოტები, რომლებიც ამ იდუმალებით აღსავსე პეიზაჟში თითქოს თავადვე ქმნიან ბუნებრივ ტაძარს.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები