სტავროპიგიული ეკლესია-მონასტრები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:54, 30 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტავროპიგიული ეკლესია-მონასტრები - ეკლესია-მონასტრები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ადგილობრივი ეპისკოპოსის მმართველობას და ემორჩილებიან უშუალოდ პატრიარქს;
სხვა მონასტრებისაგან და ეკლესიებისაგან გამოსარჩევად საკურთხევლის ან ტაძრის კარიბჭის წინ აღმართულია ჯვარი. საქართველოში ასეთი მონასტრებია:
- I. წმ. დავით გარეჯის მამათა მონასტერი;
- II. ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი,
- III. წმ. ნიკოლოზის სახელობის შემოქმედის დედათა მონასტერი,
- IV. ლომისის წმ გიორგის სახელობის მონასტერი,
- V. წმ. ნინოს სახელობის ფოკის მონასტერი.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.