ბრჭალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:11, 20 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბრჭალი - (მწირ იქმნენ და დაეფარნენ, რამეთუ იგინი ბრჭალსა ჩემსა უმზირდეს, ვითარცა უმზირდეს სულსა ჩემსა. ფსალ. 55, 6)
- 1. ნები - ხელის გული თითებიანად.
- 2. ციდა - მანძილი გაშლილი სალოკი თითის წვერიდან ცერის წვერამდე.
- 3. ფეხის გული ქუსლიდან თითის ფრჩხილამდე (შესაქ: 3,15; 25,25).
- 4. სულხან-საბას განმარტებით „ბრჭალი“ საზომი ერთეულის მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა: „ხონოღროფსა შინა წერილ არს საზომად: ორმეოცი წყრთა (ხელის ნაწილი იდაყვიდან შუა თითის წვერამდე) და ათი ბრჭალი“
- 5. იგივე ბრჭყალი, კლანჭი.
წყარო
ანჩისხატის ტაძრის მედავითნე იოსებ ახალშენოვი, - ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე).