ფლანგების და პირაპირების უზრუნველყოფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:45, 20 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფლანგების და პირაპირების უზრუნველყოფა - ოპერატიულ-ტაქტიკური ღონისძიებები და ჯარების მოქმედებები, რომელთა მიზანია მოწინააღმდეგის უეცარი შეტევების და დარტყმების აცილება ნაწილების, შენაერთების და გაერთიანებების ფლანგებზე და მათ შორის პირაპირებაზე. ასევე:
- შეტევების და დარტყმების მოგერიება საბრძოლო (ოპერატიული) ამოცანის შესრულების დროს, ფლანგების და პირაპირების უზრუნველყოფის საიმედოობის მიღწევა თითოეულ ფლანგზე და პირაპირებაზე პასუხისმგებლების დანიშვნით;
- ფლანგური ნაწილების, შენაერთების და გაერთიანებების ურთიერთქმედებით და მათ შორის უწყვეტი კავშირის არსებობით;
- დაზვერვის უწყვეტი წარმოებით;
- ფლანგების და პირაპირების დაფარვისთვის მანევრის ძალების და საშუალებების გამოყოფით;
- საცეცხლე დარტყმების დაგეგმვით, ფლანგების და პირაპირების მიმართულებით საცეცხლე სისტემის ორგანიზებით;
- საინჟინრო ღობურების შექმნით;
- ჩასაფრების და საბრძოლო დაცვის ორგანიზაციით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017