ვარდების ომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:26, 5 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვარდების ომი - (1455-85) ალისფერი და თეთრი ვარდების ომი (war of the roses), შინაფეოდალური ომი ინგლისის სამეფო ტახტისათვის პლანტაგენეტების დინასტიის ორ შტოს – ლანკასტერებსა (მათ გერბზე გამოსახული იყო ალისფერი ვარდი) და იორკებს (გერბზე – თეთრი ვარდი) შორის.
ბრძოლაში ორივე დინასტიური ხაზის მთავარი წარმომადგენლებისა და ფეოდალური არისტოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილის დაღუპვამ ნიადაგი შეუმზადა ტიუდორების აბსოლუტიზმის.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.