დამოუკიდებლობისათვის ომი ჩრდილოეთ ამერიკაში 1775-83
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:48, 2 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დამოუკიდებლობისათვის ომი ჩრდილოეთ ამერიკაში 1775-83 - 13 ინგლისური კოლონიის განმათავისუფლებელი ომი ინგლისელთა კოლონიური ბატონობის წინააღმდეგ. ატარებდა ბურჟუაზიული რევოლუციის ხასიათს. დაიწყო კონკორდთან და ლექსინგტონთან ბრძოლებით (1776 წლის აპრილი).
1776 წლის 4 ივლისს აჯანყებული კოლონიების წარმომადგენლებმა მიიღეს დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომლითაც გამოცხადდა მათი გამოყოფა მეტროპოლიისაგან და დამოუკიდებელი სახელმწიფოს – აშშ-ის შექმნა.
ამერიკულმა არმიამ (მთავარსარდალი ჯ. ვაშინგტონი) დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვა სარატოგასთან (1777) და იორკტაუნთან (1781).
ვერსალის საზავო ხელშეკრულებით 1783 წელს ინგლისმა ცნო აშშ-ის დამოუკიდებლობა.
წყარო
- ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.