ზღუდის გამაგრება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:35, 26 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ზღუდის გამაგრება - მოწინააღმდეგისთვის წართმეული, ტაქტიკური და ოპერატიული თვალსაზრისით ხელსაყრელი ზღუდის თავდაცვისთვის მომზადება. ახორციელებენ შეტევაში (კონტრშეტევაში) I და II ეშელონების (რეზერვის) ჯარები, თავდაცვაში – ჯარები, რომლებმაც განახორციელეს კონტრიერიში (კონტრდარტყმა) ან მანევრი.
ზღუდის გამაგრებისას, უწინარეს ყოვლისა, ეწყობა ცეცხლის, გადაღობვის და საჰაერო თავდაცვის სისტემების დაზვერვა, ტაქტიკური (ოპერატიული) თვალსაზრისით ხელსაყრელი მონაკვეთების (რაიონების) დაკავება, ძალებისა და საშუალებების გაშლა, საბრძოლო წყობაში უმარტივესი თავდაცვითი ნაგებობებისა შენება.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017