თათარაშვილი ნოდარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:18, 28 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თათარაშვილი ნოდარ ივანეს ძე - (დ. 1941), გენერალ-ლეიტენანტი (1996), მთავარი შტაბის უფროსი (1994-96). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო კომისარი (1984-92), მთავარი შტაბის უფროსის მოადგილე, საქართველოს სამშვიდობო ძალების სარდალი ცხინვალის რეგიონში (1993-94), საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე (1994-98), საქართველოს სამხედრო კომისარი (1998). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017